პირველლიგელმა მარტვილის “მერანმა” საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალში გორის “დილა” გამოთიშა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებითში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტებში მასპინძლებმა 4:3 იმარჯვეს.
31-ე წუთზე “მერანი” აკაკი წყაროზიამ დააწინაურა, ხოლო გორელებმა ბოლოს, 85-ეზე გაათანაბრეს თენგო წიქარიძის გოლით. დამატებით დროში, 101-ე წუთზე მარტვილელები 10 კაცით დარჩნენ, რადგან წყაროზია გააძევეს. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა პენალტებამდე მიიყვანეს საქმე და იქაც მეტოქეზე უკეთ დაარტყეს.
პენალტები გაიტანეს: ორბელაძემ, მელიავამ, ჯიქიამ, ჩალაძემ (“მერანიდან”), წიქარიძე, ცაცკრიალაშვილმა, მოდებაძემ (“დილადან”). ვერ გაიტანეს: ციმაკურიძემ (“მერანი”), ერისთავმა, ღონღაძემ (“დილა”).