მადრიდის "რეალს" "ვილიარეალთან" დღეს გასამართ ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი დაეხმარებიან. ორივე ფეხბურთელმა წინა შეხვედრა "ესპანიოლთან" გამოტოვა.
"სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა "ვილიარეალთან" შეხვედრისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც პორტუგალიელი და უელსელი ფიგურირებენ. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორივე მოთამაშე 100%-ით მზადაა და დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.