ფეხბურთი

10:17 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიაში” მანჩინის ელიან

ესპანური “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილი პაკო აიესტარანი, შესაძლოა, “ინტერის” ყოფილმა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

“ვალენსიას” ახალ სეზონში ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა, გუნდმა ლა ლიგაში გამართული ოთხივე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ სამშაბათს მთავარი მწვრთნელის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, დროებით მოვალეობის შემსრულებლად “ვალენსიას” ყოფილი ფეხბურთელი სალვადორ გონსალესი დანიშნა. იტალიური გამოცემის ცნობით, “ღამურებსა” და მანჩინის შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და დიდი ალბათობით მხარეები საერთო ენას გამონახავენ.

0.121577