კალათბურთი

23:55 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის მადლობა ფაჩულიას
მაიკლი უკვე აეკ-შია და ახალი სეზონისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე მაიკლ დიქსონი, რომელიც ილიას ზუროსის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ათენის აეკ-ს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება.

დიქსონმა საბერძნეთში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ გუნდთან ერთად გეზი მყის თურქეთისკენ აიღო, სადაც მოსამზადებელ ტურნირში ჩაერთვება. “თოფაშის” მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში, მასპინძელთა და აეკ-ის გარდა, თურქული კლუბები – “ისთანბული”, “უშაკი”, “ბანვითი” და “ტრაბზონსპორი” ითამაშებენ.

ათენელები ჯგუფში ორ მატჩს ჩაატარებენ: 21 სექტემბერს – “თოფაშთან”, ხოლო 23-ში – “ბანვითთან”.

ერთი საინტერესო დეტალიც. საბერძნეთში გამგზავრებამდე, ამერიკელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას ფეისბუქის გვერდის საშუალებით მიმართა და თბილი სიტყვები უძღვნა.

“ზაზა ფაჩულია, მადლობა, ძმაო. შენი თბილი სიტყვებისა და რჩევების გარეშე, იმას, რაც გავაკეთე, ნამდვილად ვერ მივაღწევდი. ამას ძალიან ვაფასებ. ჰო, მართლა, იცოდე, რომ ნბა-ს 2017 წლის ფინალებზე ბილეთები მჭირდება. მიყვარხარ, ძმაო!”.

0.169968