“მემფის გრიზლის” ცენტრმა მარკ გასოლმა ფეხის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და პარკეტზე გასასვლელად მზადა. ამასთან დაკავშირებით კალათბურთელმა ტვიტერში თავის ოფიციალურ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის დაბრუნდა.
გასოლმა წინა სეზონში ფეხის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა. განვლილ სეზონში მან 52 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 16.6 ქულას, 7 მოხსნას და 3.8 პასს აკეთებდა.