ფეხბურთი

19:03 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის შემტევს გასულ უიქ-ენდზე გარჯა პოპულარულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” დაუფასა. აღნიშნულმა გამოცემამ ჯანოს თამაში “ორენბურგის” წინააღმდეგ 6.5 ქულით შეაფასა.

“გაიტანა მეოთხე გოლი პრემიერლიგის მეოთხე შეხვედრაში – თან როგორი! ელეგანტური დარტყმით მან “ორენბურგთან” თამაშს წერტილი დაუსვა”, - წერს "სპორტ-ექსპრესი".

შეგახსენებთ, ანანიძემ “ორენბურგს” მატჩის 69-ე წუთზე ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაუტანა (VIDEO) და ეს მისთვის ამ სეზონში მეექვსე გოლი იყო თუ სანაკრებო მატჩსაც ჩავთვლით და ევროპა ლიგასაც. ამასთან, “სპორტ-ექსპრესმა” ანანიძის გოლი VII ტურში საუკეთესოდ დაასახელა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა. არადა, ჯამში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.

0.145213