ფეხბურთი

14:59 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩი კონტეს გათავისუფლებაზე ფიქრობს

ანტონიო კონტე “ჩელსიში” რისკის ქვეშაა – ასეთი სათაურით გამოვიდა “დეილი ექსპრესის” მორიგი ნომერი. როგორც ინგლისელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომან აბრამოვიჩი იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლებაზე ფიქრობს. რუსი ოლიგარქი “ლივერპულთან” საშინაო მარცხს (1:2) გაუღიზიანებია და მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებთან ამ თემაზე უსაუბრია კიდეც.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტეს ბედი მომავალ შეხვედრებზე დიდად იქნება დამოკიდებული და მათ შორის დღევანდელზე, ინგლისის ლიგის თასზე “არისტოკრატები” “ლესტერს” ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ “ჩელსი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პრემიერლიგის განვლილ ხუთ ტურში 10 ქულა მოაპოვებინა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ზაფხულში ახალი ფეხბურთელებით გუნდის გაძლიერებას ითხოვდა, მაგრამ “ჩელსიმ” ბაზარზე ვერ იქატიურა და მხოლოდ დავიდ ლუისი, მარკოს ალონსო, მიჩი ბაჩუაი და ნგოლო კანტე დაიმატა.

0.117376