რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის საუკეთესო გოლად მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის მიერ “ორენბურგის” კარში გატანილი ბურთი დასახელდა. ცნობილი გამოცემა championat.com-ის მიერ შედგენილ ტურის გამორჩეულ ხუთ გოლში, ჯანოს შედევრმა პირველობა არავის დაუთმო. აღნიშნული გოლის ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.
სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ანანიძის გოლი საუკეთესოდ უკვე მეორედ აღიარეს – პირველად ეს, ჩემპიონატის პირველ ტურში მოხდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში მარტო პრემიერლიგის ეგიდით, 4 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.