იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ერთ-ერთი ლიდერი კლაუდიო მარკიზიო დაუბრუნდა. 30 წლის ნახევარმცველმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ჯერეჯრობით უცნობია, რამდენად შეძლებს მარკიზიო უახლოეს პერიოდში უშუალოდ მატჩში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, თავდაპირველი ვარაუდით, კლაუდიოს ვარჯიში ნოემბერში უნდა დაეწყო.
შეგახსენებთ, კლაუდიო მარკიზიო მიმდინარე წლის აპრილში, “პალერმოსთან” შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და მარცხენა ფეხზე ოპერაციაც გაუკეთდა. ამის გამო გამოცდილ შუახაზელს გასული სეზონის ფინიში, მიმდინარეს დასაწყისი და ევრო 2016-იც გაუცდა.