მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (ფიბა) საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ გასვლა მიულოცა. ფიბა-მ სპეციალური პოსტერი სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდებზე გაავრცელა და შესაბამისი მინაწერიც დაურთო: “დიდებული ზაფხულის დიდებული დასასრული. გილოცავთ ევრობასკეტ-2017-ზე გასვლას”.
შეგახსენებთ, რომ ბერძენი მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის მიერ დარიგებულმა ქართველმა კალათბურთელებმა შესარჩევ ციკლში 6-დან 5 მატჩი მოიგეს და F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ფინალური ეტაპის წილისყრა 22 ნოემბერს თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს კი, ერთბაშად 4 ქვეყანა (თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი) გაისად, 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს.