ფეხბურთი

15:03 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე - თვის ფეხბურთელი "სილკებორგში"

დანიის სუპერლიგის კლუბ "სილკებორგის" გულშემატკივართა გამოკითხვით, აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი დავით სხირტლაძე გახდა. ქართველმა ფორვარდმა დიდი უპირატესობით მოიგო გამოკითხვა - ხმების 53,6 პროცენტი მიიღო.

სხირტლაძე გასულ ზამთარს "ორუსიდან" გადავიდა "სილკებორგში", რომელიც იმ დროს პირველ ლიგაში იყო. ქართველის დამსახურებაცაა, გუნდი ახლა უმაღლესში რომ ასპარეზობს.

შეგახსენებთ, სხირტლაძეს 5 სექტემბერს დებიუტი ქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ავსტრიასთან მან შეცვლაზე ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114928