ფეხბურთი

12:28 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი ტრავმირებულია

“ტოტენჰემის” და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა ჰარი კეინმა კოჭის ტრავმა მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. “ტოტენჰემმა” პრემიერლიგის მეხუთე ტურში შინ “სანდერლენდს” ჰარი კეინის ერთადერთი გოლის წყალობით აჯობა, ამ შეხვედრაში კეინი “სანდერლენდის” მცველ პაპი ჯილაბაჯისთან ორთაბრძოლის დროს დაშავდა. რამდენხანს მოუწევს ფეხბურთელს მკურნალობა, ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერლიგის ხუთ შეხვედრაში კეინმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.112712