ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.
Moselle Open-ს საკვალიფიკაციო ბადეში ბასილაშვილი “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ უგო შოტს გაეჯიბრა და იოლად – 6:1, 6:1 სძლია.
გადამწყვეტ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი კონსტანტ ლესტიენე იქნება, რომელმაც ესპანელი რობერტო ორტეგა-ოლმედო დაამარცხა – 6:3, 3:6, 6:1.
თუკი ბასილაშვილმა კვალიფიკაცია დასძლია, ძირითად ბადეში მეტოქედ დომინიკ ტიემი (ავსტრია), ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი), ბენუა პაირე (საფრანგეთი) ანაც ასევე კვალიფიკაციის გამარჯვებული იქნება.