სხვა

18:01 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტებს ისევ უარყოფით ბალანსი აქვთ (+VIDEO)

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშომ ეკვატორს გადააბიჯა და ვერ ვიტყვით, რომ ქართველ სუმოისტებს სახარბიელო მდგომარეობა აქვთ. როგორც გაგამარუს, ასევე ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) გააჩნიათ და თუკი სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს, წოდებაში დაქვეითება არ ასცდებათ.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ (აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა) ამჯერად დასავლეთის მე-8 მაეგაშირა დაიშომარუს იორიკირით აჯობა, თუმცა, ეს 6 მარცხის ფონზე მხოლოდ მე-2 გამარჯვებაა. ქართველი სეკიტორის მომდევნო მეტოქე დასავლეთის პირველ მაეგაშირა იოშიკაძე იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 14:6-ს უგებს.

3 მოგება შერჩა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. მან მე-5 მარცხი (კატასუკაში) დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოშომასთან განიცადა. ხვალ გაგამარუ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა დაიეოშოს პირისპირ დადგება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:2-ს აგებს.

აკი ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ოძეკი გოეიდოა, რომელმაც 8-ვე გასული ორთაბრძოლა მოიგო, იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ოკინოუმი და აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა ენდო კი მას თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან.

0.119126