ფეხბურთი

19:43 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერმა" სკრიპნიკი დაითხოვა

უკრაინელი სპეციალისტი ვიქტორ სკრიპნიკი "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბრემენელებმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის სამი მატჩი წააგეს და თასსაც დაემშვიდობნენ. სწორედ ეს გახლდათ უკრაინელის დათხოვნის მიზეზი.

უკრაინელთან ერთად მისი თაშემწეებიც დაითხოვეს. ახალი მწვრთნელის მოძებნამდე კი ბრემენელებს სარეზერვო გუნდის ხელმძღვანელი ალექსანდრ ნური უთავკაცებს.

სკრიპნიკი კლუბში 20 წელია რაც იმყოფება. უკრაინელი 1996-2004 წლებში გუნდის მაისურით ფეხბურთელის რანგში ირჯებოდა. შემდეგ 9 წელი ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. 2013-დან 2014 წლამდე ვიქტორი "ვერდერის" დუბლებს წვრთნიდა და შემდეგ მთავარ გუნდში დაინიშნა.

0.113808