ამ ბოლო დროს ფეხბურთით იმდენი პორნოვარსკვლავი დაინტერესდა, რომ კაცი ვერ გაერკვევა, რით მოიხიბლნენ ეს მრავლისმნახველი და საკაცობრიო პრობლემებზე დარდებითა და ფიქრებით გულმკერდდამძიმებული დიდებული და თბილი ქალბატონები.
იტალიური ფესვების მქონე პორნოვარსკვლავი, ვალენტინა ნაპი ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და იქაურობას იკლებს ყველაფრით რაც შეიძლია და რაც არ შეუძლია. მაგრამ, რაკი ასაკმა და წლებმა კარზე მოუკაკუნა, ქალბატონ ნაპის სიბერის იტალიაში გატარება სურს და საამისოდ ძველი და ლეგენდარული პატარა ქალაქი პიზზა შეურჩევია.
ეს ისეთი ქალია, პიზის გადახრილი კოშკი ნამდვილად მოეწონებოდა, მაგრამ თვალი ასევე ქალაქ პიზას გუნდისთვისაც დაუდგამს და საფეხბურთო კლუბ “პიზაში” ინვესტიციის ჩადებასაც აპირებს. აბა კარგი ჟამი დასდგომიათ პიზელებს. დიდი ვალენტინა ფესვებს უბრუნდება, თორემ კოშკები ცხოვრებაშიც ბევრი უნახავს!…