იტალიის სერია B-ს IV ტურის კალენდარულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “პერუჯა” და “ტერნანა” ხვდებოდნენ, ტრაგედია დატრიალდა. საქმე ისაა, რომ მასპინძელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც ტრიბუნაზე იმყოფებოდა, გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი 87-ე წუთზე მოხდა, რის შემდგომაც ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელება არ უცდიათ, ვინაიდან შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი მცირე დრო იყო, შეხვედრა მაინც ჩაამთავრეს – ბურთის გორებაში.
“პერუჯა” – “ტერნანა” დერბია, კერძოდ უმბრიას. დღევანდელი მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთაგან როლანდო ბიანკიმ გაიტანა, ხოლო სტუმართაგან სესარ ფალეტიმ გაათანაბრა.