როგორც იცით, გიორგი აბურჯანია ტრავმირებულია და სულ ცოტა, კიდევ სამკვირანახევარი გაუცდება. 21 წლის ქართველ ნახევარმცველს კუნთი აქვს გაწყვეტილი. გიორგიმ საქართველო-ავსტრიის 5 სექტემბრის მატჩიც ამის გამო გამოტოვა და ვერც ოქტომბერში დაეხმარება ნაკრებს.
“სევილიაში ვმკურნალობ. ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩამიტარებენ. ისეთი ტრავმა არაა, რომ სეზონი გამომატოვებინოს, მაგრამ მაინც საკმაო დრო მიცდება. მოფრთხილება სჭირდება” – უთხრა worldsport.ge-ს გიორგიმ.
შეგახსენებთ, აბურჯანია ამ ზაფხულს “ხიმნასტიკიდან” გადავიდა “სევილიაში”, თუმცა თავიდან “სევილია II’-ში მოუწევს თამაში: ეს კლუბი, “ხიმნასტიკის” მსგავსად, სეგუნდა დივიზიონში გამოდის.