ფეხბურთი

23:12 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-18 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის მატჩები გაიმართება

17-18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება.

ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა. სამტრედიელებმა საწყის 4 ტურში 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 8 ქულით მესამე პოზიციაზე არიან. გორელებმა კი, 4 მატჩიდან 2 მოიგეს, 2 დათმეს და 6 ქულით მე-5 ადგილზე არიან.

საინტერესო მატჩი გაიმართება თბილისშიც. „მიხეილ მესხზე“ თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატი ორივე გუნდმა კარგად დაიწყო და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. დინამოელები 8 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლოკომოტიველები კი, 7 ქულით მესამეზე.

მეექვსე ტურის დარჩენილ შეხვედრებში „ჩიხურა“ „გურიას“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო“ - ბოლნისის „სიონს“, „ტორპედო“-„ცხინვალს“. 18 სექტემბერს კი, საკუთარ მოედანზე „ზუგდიდი“ „საბურთალოს“ შეხვდება.

დილა - სამტრედია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:30

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, შ. ქუხილავა, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი

ლოკომოტივი - დინამო თბ

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. გაბისონია, ჯ. ხორავა

ჩიხურა - გურია

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:30

მსაჯები: დ. სანოძე, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ბ. ნინუა

დინამო ბთ - სიონი

ქობულეთი, „ჩელე არენა“

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ა. კოკაია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

ტორპედო - ცხინვალი

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

ზუგდიდი - საბურთალო

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:30

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე

სფფ-ის პრესსამსახური

0.115024