რუსული "კრასნოდარი" შოთა არველაძის მწვრთნელად დანიშვნის საკითხს განიხილავდა. კრასნოდარელთა თავკაცის პოსტი დატოვა ოლეგ კონონოვმა და მის შემცვლელად 43 წლის ქართველი სპეციალისტიც მოიაზრებოდა. არველაძეს ესაუბრნენ კიდეც, თუმცა დროებით იგორ შალიმოვი დანიშნეს.
შოთა თელ ავივის "მაკაბის" წვრთნის და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა გუნდი. ძნელად სავარაუდოა, რომ ამ დროს კლუბი შეიცვალოს. შეგახსენებთ, "კრასნოდარში" ათიოდე დღის წინ, თორნიკე ოქრიაშვილი გადავიდა.