ფეხბურთი

17:32 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებს ოქტომბერში კვეკვესკირი დააკლდება

ნიკა კვეკვესკირმა კოჭის ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი-ოთხი კვირა გაუცდება. ქართველმა ნახევარმცველმა კოჭის მყესები დაიზიანა და მკურნალობას საჭიროებს. შესაბამისად, კვეკვესკირი 6 და 9 ოქტომბერს (ირლანდიასთან და უელსთან სტუმრად) საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს დააკლდება.

როგორც ნიკამ worldsport.ge-ს განუცხადა, 99 პროცენტით, მანამდე გამოჯანმრთელება შეუძლებელია. კვეკვესკირმა ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე “ანდერლეხტი”-“გაბალას” მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, ნიკას საქართველო-ავსტრიის (1:2) შესარჩევ შეხვედრაში არ უთამაშია. სათადარიგო გახლდათ.

0.116607