სულ რაღაც ორ წელიწადში ჩვენს ”ტკბილ” მეზობელ რუსეთში როგორც იცით მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება და ბუნებრივია ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისათვის რუსი ლამაზმანებიც ემზადებიან. დიდი კონკურენციაა გაჩაღებული იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მუნდიალის თილისმა და სახე.
ამ ბრძოლაში ბოლო დროს ერთგვარი უპირატესობა ცნობილმა რუსმა ტოპ-მოდელმა, ემილია ვიშნევსკაიამ მოპოვა, რომელმაც ოფიციალურად დააფიქსირა თავისი სურვილი ჩემპიონატის მასპინძლობის ღონისძიებებში ჩართვაზე და ეს, რა თქმა უნდა, ბევრ მის კონკურენტს გულზე ეკლად დაესო.
ემილია ფეხბურთის დიდი სიყვარულითა და ცოდნით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ მან როგორც ჩანს მშვენივრად იცის, რომ მუნდიალი მისი პოპულარობისათვის უზომოდ დიდი ტრამპლინი იქნება და ვითომ რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შანსი? თან შეხედავ კაცი და ტან-ფეხი აკლია თუ სიკეკლუცე?...