ფეხბურთი

23:57 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ შესაძლოა “ინტერი” ჩაიბაროს

70 წლის იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო შესაძლოა “ინტერის” მთავარი მწვრთნელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამინდელი მწვრთნელის ფრენკ დე ბურის მუშაობით უკმაყოფილოა და ჰოლანდიელის იტალიელით ჩანაცვლება უნდა.

“ინტერმა” სერიას ა-ს პირველ სამ ტურში მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა. ხოლო “ევროპა ლიგის” ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ კედლებში მოულოდნელად ბერ შევას "ჰაპოელთან” 0:2 დამარცხდა.

0.107181