“სან ანტონიოს” მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ დანკანის კარიერის დასრულების შემდეგ, მის ნაკლებობას განიცდის.
“დანკანის წასვლის შემდეგ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ. 19 წელი ზოგი ცოლ-ქმარი არ არის ერთად. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ და გავიარეთ ერთად. ჩემი ამჟამინდელი კალათბურთელებით კმაყოფილი ვარ. მაგრამ ჩვენთან ერთად აღარ თამაშობს ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მძიმე ფორვარდი”- განაცხადა პოპოვიჩმა.
პოპოვიჩი და დანკანი ერთად ნბა-ს ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ (1999, 2003, 2005, 2007, 2014)