გახსოვთ მილან ბაროში? – ჩეხი ფორვარდი, “ლივერპულში” ჩემპიონთა ლიგის მომგები და ევრო 2004-ის საუკეთესო ბომბარდირი... 34 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა გუშინ ლიბერეცის “სლოვანის” რიგებში ევროპა ლიგაზე, აზერბაიჯანული “ყარაბახის” კარი დალაშქრა.
გოლი ვის არ გაუტანიაო იკითხავთ, მაგრამ საგულისხმოა, რომ ვეტერანმა ჩეხმა ფეხბურთელმა ევროტურნირებზე გოლის გატანა 6 წლის შემდგომ პირველად მოახერხა.
ბოლოს ბაროშს ევროპა ლიგაზე, 2010 წელს, ლვოვის “კარპატის” კარში “გალათასარაის” მაისურით გაეტანა (დუბლი). ჯამში, მილანის ანგარიშზე ევროსარბიელზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში 17 გოლია...