15 სექტემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი გამართა.
შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მათი მხრიდან გოლებით ცრნოგორჩევიჩი, ჰუმი და დიკენმანი გამოირჩნენ. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიელებმა შვიდი ჩატარებული შეხვედრიდან შვიდივე მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი ფორმატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მიიღო მონაწილეობა და მე-6 ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
საქართველო ქ – შვეიცარია ქ 0:3
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო ქ: სუხიაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი (86’ დანელია), ჩხარტიშვილი, ბაქრაძე, ჩემინავა (90’ შახკულიანი), ჭყონია (89’ კახიძე), გაბელია, სუთიძე, დოლიძე, თოდაძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
შვეიცარია ქ: ტალმანი, მარიცი, მოზერი, ზენდერი, ბაკმანი, დიკენმანი, ცრნოგორჩევიჩი, აბბე, ჰუმი (46’ ვილი), ისმაილი (46’ კუსტერი), მურონი (58’ ეგბოგანი)
მთ. მწვრთნელი: მარტინა ვოს-ტეკლენბურგი
მსაჯები: მარტა უერტა დე აზა, როკიო პუენტე პინო, გუადალუპე პორას აიუსო, ხათუნა მაისურაძე
გოლები: 0-1 ცრნოგორჩევიჩი (პენ) (18), 0-2 ჰუმი (34), 0-3 დიკენმანი (90)
გაფრთხილება: 53’ გაბელია, 74’ სხირტლაძე, 74’ ცრნოგორჩევიჩი
www.gff.ge