ფეხბურთი

16:19 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი საქართველოში ბრუნდება?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, ჩვენი ქვეყნის 2015 წლის ჩემპიონ გორის “დილაში” ვარჯიშობს. როგორც შიდაქართლელთა გუნდის პრესსამსახური იტყობინება, ქართველ კიპერს კლუბთან ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია და მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ემზადება გორში.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ სწორედ “დილა” გამოდგეს რევიშვილის მომდევნო ნავსაყუდელი – შეგახსენებთ, რომ ნუკრი “დილაში” 2013-2014 წლების სეზონში უკვე თამაშობდა და იქაურ გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა.

რევიშვილმა გასული სეზონი რუსულ “მორდოვიაში” გაატარა, მაგრამ ზაფხულში გუნდი დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ WORLDSPORT.GE-მ გამცნოთ, რომ ნუკრის დამატება “დინამო” თბილისსაც სურდა, მაგრამ მხარეები ვერ მორიგდნენ.

0.151677