უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ფინალური მატჩი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება. ამის შესახებ დღეს ათენში გამართულ უეფას სხდომაზე ოფიციალურად გამოცხადდა.
“მინდა მივულოცო ყველას – უნდა აღვნიშნოთ, რომ სამუშაოებს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ საფეხბურთო დღესასწაულს”, - განაცხადა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.
კიევის ოლიპმპიური სტადიონი 70 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს და მას ბოლოს რეკონტრუქცია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის ჩაუტარდა. სწორედ ამ არენაზე გაიმართა ევრო 2012-ის ფინალური შეხვედრაც. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონის ფინალი კარდიფში ჩატარდება.