ფეხბურთი

3:15 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მფრინავი "სიტი", გამოფხიზლებული "რეალი" და მძიმე "იუვენტუსი" (+VIDEO)

დღეს, გუშინ დაწყებული ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 9 მატჩი გაიმართა, რადგან გუშინ გადადებული “მანჩესტერ სიტისა” და “გლადბახის” შეხვედრა ჩატარდა. საგულისხმოა, რომ ძალზე საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი ტური გამოდგა. 16 შეხვედრიდან ერთადერთში არ გასულა გოლი: “იუვენტუსი” და “სევილია” ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.

H ჯგუფი

H ჯგუფს ერთპიროვნული ლიდერი უკვე პირველი ტურის შემდეგ ჰყავს – ფრანგული “მონაკო”. მონეგასკებმა “უემბლიზე” “ტოტენჰემს” მოუგეს 2:1. ბევრისთვის ეს შედეგი მოულოდნელი იყო, თუმცა “მამლებისთვის” ინგლისის ყველაზე სახელოვანი სტადიონი უიღბლოა. “ტოტენჰემს” “უემბლიზე” 2008 წლის მერე არცერთი მატჩი მოუგია. მოგეხსენებათ, მის მშობლიურ არენა “უაიტ ჰარტ ლეინს” რეკონსტრუქცია უტარდება და “უემბლიზეც” ამიტომ თამაშობს... დღევანდელ მატჩში კი ყველაფერი პირველ ტაიმში მოასწრეს ოპონენტებმა: თავიდან სტუმრებმა მიჰყვეს საქმეს ხელი – ბერნანდო სილვამ და ლემარმა აიღეს უგო ლორისის კარი, ტობი ალდერვეიელდის გოლი კი, მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა. სხვათა შორის, ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის ფინალის მერე (“რეალი”-“ატლეტიკო”) პირველად ითამაშა და დაბრუნება გოლით აღნიშნა... აღვნიშნოთ, რომ “მონაკომ” მეტოქის კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე იდეალურად.

ჯგუფის მეორე მატჩი კი ფრედ დასრულდა – არადა, “ლევერკუზენი” მოსკოვის ცსკას რბევას თავიდანვე შეუდგა, ორი გოლიც გაუტანა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ყურადღება მოადუნა და ორი გოლი აქეთაც მიიღო. მეორე ტაიმში “ფარმაცევტებს” ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ რად გინდა? – ანგარიში უცვლელი დარჩა – 2:2.

“ტოტენჰემი” – “მონაკო” 1:2 (1:2) მიმოხილვა

ლონდონი, “უემბლი”

მაყურებელი: 85 011

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; უოლკერი, ალდერვეიელდი, ვერტონგენი, დევისი; დაიერი (სისოკო 81), ალი; სონი (დემბელე 46), ერიკსენი, ლამელა (იანსენი 71); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჯემერსონი, სიდიბე; ფაბინიო, ბაკაიოკო; დირარი (ლემარი 5), მოუტინიო, სილვა; ფალკაო (ჟერმაინი 81)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 0:1 სილვა (16), 0:2 ლემარი (31), 1:2 ალდერვეიელდი (45)

გაფრთხილება: კეინი (35) – გლიკი (50), ფაბინიო (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 11:0 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“ლევერკუზენი” – ცსკა 2:2 (2:2) მიმოხილვა

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 23 459

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბენდერი (ვოლანდი 51), კამპლი; ბრანდტი, ჩალჰანოღლუ (არანგიზი 46), მეჰმედი; ჩიჩარიტო (პოიანპოლო 46)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნადესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ძაგოევი, ვერნბლუმი; იონოვი (მილანოვი 78), იერემენკო, გოლოვინი (ა. ბერეზუცკი 90); ტრაორე (სტრადბერგი 73)

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

გოლები: 1:0 მეჰმედი (9), 2:0 ჩალჰანოღლუ (15), 2:1 ძაგოევი (37), 2:2 იერემენკო (39)

გაფრთხილება: ვენდელი (83), ჰენრიხსი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 8 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

F ჯგუფი

მადრიდის “რეალი” ლისაბონის “სპორტინგთან” კარგა ხანს აგებდა – 48-ე წუთიდან 89-მდე, მაგრამ პორტუგალიური გუნდის აღზრდილმა, კრიშიტანუ რონალდუმ არაამქვეყნიური სილამაზის ჯარიმა გაუტანა სანაკრებო თანაგუნდელ რუი პატრისიოს და წონასწორობა აღადგინა. სხვათა შორის, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 2003-2004 წლებიდან მოყოლებული მეთორმეტე საჯარიმო შეაგდო – რეკორდიც ამ მხრივ მან შარშან მოხსნა, როცა იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს აჯობა. საერთოდ, კრიშტიანუს 2009 წლიდან 10 ჯარიმა აქვს გატანილი ლიგაზე და შემდეგ მოდიან ვილიანი (4) და ჩაბი ალონსო (3). თუმცა, “რეალი” მაინც ვერ მოიგებდა რომ არა, ალვარო მორატა. მსაჯის მიერ დამატებული ბოლო, მეოთხე წუთი ფაქტობრივად ამოწურული იყო, როდესაც მორატამ თავით ლამაზი გოლი შეაგდო და “სანტიაგო ბერნაბეუ” აღაფრთოვანა. აღვნიშნოთ, რომ მორატას 2014 წლიდან მოყოლებული ლიგაზე რვა გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ესპანელი მოთამაშის ნაჩვენები შედეგი ამ კუთხით. მორატას ასისტენტობა ხამეს როდრიგესმა გაუწია, რომლისთვისაც ეს “ბლანკოსის” რიგებში 29-ე საგოლე გადაცემა იყო. მასზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ რონალუდს გააჩნია “რეალში”.

ჯგუფის მეორე მატჩში კი, დორტმუნდის “ბორუსიამ” ვარშავაში “ლეგია” გააცამტვერა – 6:0. ამ მატჩში ერთადერთი რაც ჩვენთვის სასიხარულო მოხდა, ვაკო ყაზაიშვილის სალიგო დებიუტია, რომელმაც შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთამდე ითამაშა. ისე კი, “პეპსი არენაზე” ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი, სტუმარი თამაშობდა და შედეგიც სრულიად ლოგიკურია. ტომას ტუხელის ბიჭებმა გადასარევი ფეხბურთი აჩვენეს. სხვათა შორის, გერმანელთა შორის ითამაშა 18 წლის კრისტიან პულიშიჩმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

“რეალი” – “სპორტინგი” 2:1 (0:0) მიმოხილვა

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 72 179

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ხამესი 77); ბეილი (ვასკესი 67), ბენზემა (მორატა 68), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; პერეირა, სემედო, კოატეში, ზეგელაარი; ჟელსონი (მარკოვიჩი 70), ადრიენ სილვა (ელიასი 73), კარვალიო, ბრუნო სეზარი; დოსტი, ბრაიან რუიზი (კემპბელი 90)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

გოლები: 0:1 ბრუნო სეზარი (48), 1:1 რონალდუ (89), 2:1 მორატა (90)

გაფრთხილება: კროოსი (75) - ადრიენ სილვა (39), კარვალიო (57), ზეგელაარი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 8:0

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

“ლეგია” – “დორტმუნდი” 0:6 (0:3) მიმოხილვა

ვარშავა, “პეპსი არენა”

მაყურებელი: 27 304

“ლეგია” (4-3-3): მალარზი; ბერენჟინსკი, დაბროვსკი, ჩჯერვინსკი, გილერმე; იოდლოვეცი, ოჯიჯა, მულინი (რადოვიჩი 76); ლანგილი, პრიოვიჩი (ნიკოლიცსი 63), ყაზაიშვილი (ალექსანდროვი 66)

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი; ვეიგლი (გინტერი 79); პულიშიჩი, გიოტცე (კასტრო 75), გუერეირო, დემბელე (მორი 75); ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 სოკრატისი (15), 0:3 ბარტრა (17), 0:4 გუერეირო (51), 0:5 კასტრო (76), 0:6 ობამეიანგი (87)

გაფრთხილება: მალარზი (16), გილერმე (30), ბერესჟინსკი (61) – გიოტცე (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 30 (15) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

G ჯგუფი

ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” ახლა ჩემპიონთა ლიგის დაპყრობას შეუდგა. სტარტი კლაუდიო რანიერის გუნდს მართლაც დიდებული გამოუვიდა: 3:0 სტუმრად “ბრიუგესთან”. “მელიებისთვის” ისტორიული გოლი მარკ ალბირგტონმა გაიტანა, მერე კი დუბლით რიად მაჰრეზი გამოირჩა – ალჟირელმა ჯარიმა და პენალტი შეაგდო. სხვათა შორის იგი რობინ ვან პერსის მერე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგის ერთ მატჩში ჯარიმისა და თერთმეტრიანის გატანა მოახერხა. ჰოლანდიელმა ეს ბოლოს 2014 წელს, “მანჩესტერი” “ოლიმპიაკოსის” მატჩში შესძლო. თავის მხრივ, “ლესტერი” მესამე ინგლისური გუნდი შეიქნა “ნიუკასლისა” და “მანჩესტერის” მერე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში მოიგო.

ამავე ჯგუფის მეორე თამაშში კი, გუნდებმა ქულები გაიყვეს. “პორტუსა” და დანიური “კოპენჰაგენის” მოსაწყენ შეხვედრაში ქომაგებმა თითო გოლი იხილეს, თითო ტაიმში.

“ბრიუგე” – “ლესტერი” 0:3 (0:2) მიმოხილვა

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

მაყურებელი: 20 970

“ბრიუგე” (4-4-2): ბუტელე; ვან რინი, ენგელსი (პულაინი 53), დენსვილი, დე ბოკი; ვორმერი, სიმონსი, პინა, ვანაკენი; იზქუიერედო (გედოზი 77), დიაბი (ვოსენი 62)

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; ერნადესი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; ალბირგტონი, დრინკუოთერი, ამარტი, მაჰრეზი (გრეი 81); სლიმანი (ულოა 62), ვარდი (მუსა 70)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1 ალბირგტონი (5), 0:2 მაჰრეზი (29), 0:3 მაჰრეზი (61, პენ)

გაფრთხილება: სიმონსი (28), ენგელსი (35), ბუტელე (60), ვორმერი (90) – სლიმანი (48), ულოა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 10 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ტასოს სიდოროპულოსი (სბერძნეთი)

“პორტუ” – “კოპენჰაგენი” 1:1 (1:0) მიმოხილვა

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 34 325

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; ლაიუნი, ფელიპე, მარკადო, ტელეში; ერერა (ბრაჰიმი 70), პერეირა, ტორესი; კორონა (დეპოიტრე 62), სილვა, ოტავიო (ჟოტა 82)

მწვრთნელი: ნუნუ ეპირიტუ სანტუ

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; გრეგუსი, დელანი, კვისტი (ანტონსონი 90), ტუტუ (ფალკი 77); სანტანდერი (ვერბიჩი 69), კორნელიუსი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

გოლები: 1:0 ოტავიო (13), 1:1 კორნელიუსი (52)

გაფრთხილება: მარკანო (64) - გრეგუსი (13, 66)

გაძევება: გრეგუსი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

H ჯგუფი

ამ ჯგუფს კი პირველი ტურის მერე სათავეში ფრანგული “ლიონი” ჩაუდგა. “ოლიმპიკმა” საკუთარ მოედანზე ზაგრების “დინამოს” ძალზე მარტივად მოუგო – 3:0. მიუხედავად იმისა, რომ “ლომებს” მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელები აკლდათ, ამას თამაშზე ზეგავლენა საერთოდ არ მოუხდენია. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ “ლიონმა” ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 18 გოლიდან, 12 სწორედ ზაგრების “დინამოს” გაუტანა...

ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი კი უგოლოდ დასრულდა. ტურინში, “იუვენტუსი” “სევილიას” ერთი თავით სჯობდა, მომენტებიც მრავლად შეუქმნა, მაგრამ ესპანელებს ხან ძელი, ხანაც მეკარე ევლინებოდათ მშველელად და სწორედ ამიტომ, გუნდებს 0:0-ზე მოუწიათ გაყრა. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსმა” ლიგაზე “მილანის” რეკორდი გაიმეორა და საკუთარ მოედანზე უკვე მიჯრით 17 თამაშია არ წაუგია. რეკორდის ერთპიროვნულად ხელში ჩასაგდებად, “ბებერ სინიორას” მომდევნო საშინაო შეხვედრაში “ლიონთან” არწაგება სჭირდება. სხვათა შორის, “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში არასდროს წაუგია: 17 თამაში, 10 მოგება, 7 ფრე. თუმცა, ამასთან, დღეს ერთი მიღწევა შეწყვიტა “ბინაკონერიმ” – ამ მატჩამდე სახლში მინიმუმ ერთი გოლის გატანას ზედიზედ 21 მატჩში ახერხებდა, მაგრამ ახლა თავიდან მოუწევს იმავე მიღწევისკენ სწრაფვა.

“იუვენტუსი” – “სევილია” 0:0 (0:0) მიმოხილვა

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 33 261

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, ხედირა, ლემინა, ასამოა (პიანიჩი 68), ევრა (ალექს სანდრო 68); დიბალა (პიაცა 86), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სევილია” (4-3-1-2): სერხიო რიკო;მერკადო, რამი, პარეხა, ესკუდერო; ნზონზი, კრანევიტერი (მარიანო 78), იბორა; ვასკესი (კარიკო 90); ვიტოლო, სარაბია (კორეა 64)

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გაფრთხილება: ნზონზი (36), იბორა (40), რამი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 2 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

“ლიონი” – “დინამო” (ზაგრები) 3:0 (1:0) მიმოხილვა

ლიონი, “სტად დე ლიონი”

მაყურებელი: 43 754

“ლიონი” (3-5-1-1): ლოპესი; იანგა-მბივა, ნკულუ, მორელი; რაფაელი, ფერი, გონალონსი (ტუსარი 32), დარდე, რიბუსი; ტოლისო (გეძალი 78); კორნე (კალულუ 72)

მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

“დინამო” (ზაგრები) (4-4-2): სემპერი; სტოიანოვიჩი, ბენკოვიჩი, შილდენფელდი, პივარიჩი; პავიჩიჩი, ჟონასი (გოიაკი 85), მაჩადო (სიტუმი 67), ჩორიჩი (ფიოლიჩი 53); სუდანი, ფერნანდესი

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

გოლები: 1:0 ტოლისო (13), 2:0 ფერი (49), 3:0 კორნე (57)

გაფრთხილება: რაფაელი (85) - ჟონასი (4), პივარიჩი (26), ფერნადესი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 14 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:7

მსაჯი: მარტინ სტრომბერგსონი (შვედეთი)

C ჯგუფი

“მანჩესტერ სიტისა” და “გლადბახს” ურთიერთობა გუშინ უნდა გაერკვიათ, მაგრამ წვიმამ ასე არ ინება და “ეტიჰად სთედიუმზე” დღეს ჩატარდა შეხვედრა, რომელიც სერხიო აგუეროს ბენეფისად იქცა. არგენტინელი უბრალოდ ბრწყინავე ფორმაშია – ამჯერად ჰეთ-თრიქი. სხვათა შორის, კუნი პირველი არაინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისური გუნდის შემადგენლობაში ლიგაზე სამი გოლის გატანა ორ სხვადასხვა შეხვედრაში შესძლო. ამასთან მას ამ ტურნირზე 25 გატანილი გოლი დაუგროვდა და მარიო ჟარდელს, ჯოვანი ელბერს, ერნან კრესპოსა და რობინ ვან პერსის გაუტოლდა. “სიტი” აგუეროს გოლებით მოგებას არ დასჯერებია და ბოლოს კელეჩი იეანაჩომაც გაიტანა თავისი ბურთი. მოკლედ, პეპის გუნდი ჯერჯერობით დაუნდობელია მეტოქეებისადმი და ასე თუ გააგრძელებს, ვინ იცის, სეზონის ბოლოს რა შედეგები ჰქონდეს ნაჩვენები...

“მანჩესტერ სიტი” – “გლადბახი” 4:0 (2:0) მიმოხილვა

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 30 217

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): ბრავო; ზაბალეტა, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი; ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინი, გუნდოგანი (კლიში 81), სტერლინგი (სანე 79); აგუერო (იეანაჩო 83)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, სტრობლი; ჯონსონი, დაჰუდი, კრამერი (კორბი 39), ვენდტი; რაფაელი; სტინდლი (ტრაორე 81), ჰანი (აზარი 59)

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

გოლები: 1:0 აგუერო (9), 2:0 აგუერო (28, პენ), 3:0 აგუერო (77), 4:0 იეანაჩო (90)

გაფრთხილება: ოტამენდი (48) - კრამერი (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (11) – 3 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

0.90115