ჩოგბურთი

1:23 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ მერვედფინალში წააგო

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) სოფო ქვაცაბაიას გარეშე გაგრძელდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში უკრაინელ ვლადისლავა კუტუზოვას 6:3, 6:0 მოუგო, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ რუს ვიკტორია კამენსკაიასთან 4:6, 2:6 წააგო.

მანამდე, ქვაცაბაია ბუჩას ტურნირის წყვილთა შეჯიბრსაც დაემშვიდობა.

0.161633