სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

22:45 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორ ოქროს ვეღარაფერი შემატეს

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთათვის დათმობილი ორი დღიდან, მეორე საქართველოს ნაკრებისთვის საშინლად წარუმატებელი გამოდგა - ხალიჩაზე დავით ბედინაძის გაწვრთნილი გუნდის ხუთი წევრი გავიდა და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ხუთივემ დილის პროგრამაშივე დაკარგა.

ფინალურ ბლოკში მოსახვედრად ყველაზე ცოტა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან გოგუას დააკლდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალში დაასრულა, აზერბაიჯანელ ულვუ განიზადესთან წაგებით (0:3). იქამდე გოგუამ პოლონელი პიოტრ ზაბლოცკი (2:1) და ლიტვის სახელით მოჭიდავე დიმიტრი პარეჭელაშვილი (3:0) ჩამოიშორა. განიზადეს ფინალში გასვლის შემდეგ კი რეპეშაჟის გზა გაეხსნა და "ბრინჯაოს ნახევარფინალში” ირანელ მოჰამადრეზა მაჰმუდ როსტამის დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა (1:11) და მსოფლიოს პირველობა მე-7 ადგილით დაასრულა.

გიორგი ჩხიკვაძე (4:2) და ლუკა ხუციშვილი (76 კგ) თბილისურ ხალიჩაზე თითოჯერ გავიდნენ. ჩხიკვაძემ ჩემპიონატი თურქ ადემ ბურაკ უზუნთან შეხვედრით გახსნა და დაასრულა (4:12). ხუციშვილი კი ბელარუს მაქსიმ ბანდარენკასთან დამარცხდა (4:9).

ლუკა ოჩიგავამ (46 კგ) პირველ მეტოქეს – ბულგარელ ივან ემილოვ დამიანოვს ადვილად აჯობა (7:0). მეოთხედფინალში კი თურქ კადირ კაზიმ კამალთან 0:8 დამარცხდა და ჯერ ოქრო-ვერცხლის გზა ჩაეკეტა, ხოლო ცოტა ხანში ბრინჯაოსიც, რადგან კამალმა ფინალში ვერ გააღწია.

85 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ქაცანაშვილი უზბეკი მუზაფარბეკ კომილჟონოვის ძლევის (10:2) შემდეგ, მერვედფინალში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან – უნგრელ ალექს გერგო სზოკესთან დამარცხდა (1:5). ბრინჯაოს გზაზე კი პირველსავე ეტაპზე, Bელარუს იჰარ იარაშევიჩთან წაიფორხილა (0:8).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით ჩაამთავრა. 13 სექტემბერს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიორგი შოთაძე (50 კგ) და ლერი აბულაძე (54 კგ) ავიდნენ.

ხვალ და ზეგ ჩემპიონ-პრიზიორებს მოჭიდავე გოგონები გამოავლენენ და მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიც ჩაებმება: გულიკო არუთინიანი (40 კგ), მარიამ კარელიძე (43 კგ), თამუნა სამხარაძე (46 კგ) და თამარ ხოჯაშვილი (52 კგ). 17-18 სექტემბერს კი ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები გავლენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჭაბუკები

თბილისი

14 სექტემბერი

42 კგ

1 ომიდ ჰოსეინ არამი (ირანი)

2 ვლადისლავ კუზკო (უკრაინა)

3 ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)

3 იხტიორ ბოტიროვი (უზბეკეთი)

46 კგ

1 ფაილ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ელბეკ ერგაშევი (უზბეკეთი)

3 ვლადიმირ ზაბეივოროტა (რუსეთი)

3 ნესტორ დანიელ დელგადო რამირესი (მექსიკა)

63 კგ

1 იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფათი (ირანი)

2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)

3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

3 ისმაილ გუნი (თურქეთი)

69 კგ

1 აკჟოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი)

2 ულვუ განიზადე (აზერბაიჯანი)

3 იასინ დოგუკან თურანი (თურქეთი)

3 მალხას ამოიანი (სომხეთი)

7 ლევან გოგუა (საქართველო)

76 კგ

1 ალექსანდრ ანდრეევიჩ კომაროვი (რუსეთი)

2 ნასირ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 სტანისლავ რილსკი (ყაზახეთი)

3 ალი ჰალილ ჰუნჩი (თურქეთი)

85 კგ

1 ალექს გერგო სზოკე (უნგრეთი)

2 მარკუს რეჯინგერი (ავსტრია)

3 იჰარ იარაშევიჩი (ბელარუსი)

3 ჰაკობ ბაღდასარიანი (სომხეთი)

13 სექტემბერი

50 კგ

1 გიორგი შოთაძე (საქართველო)

2 ანზორ კარაგულოვი (რუსეთი)

3 აბდულა ტოპრაკი (თურქეთი)

3 ზაურ ნურიევი (აზერბაიჯანი)

54 კგ

1 ლერი აბულაძე (საქართველო)

2 კარემ კამალი (თურქეთი)

3 ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)

3 ანარ მანსუროვი (რუსეთი)

58 კგ

1 ვალენტინ პეტიჩი (მოლდოვა)

2 მუჰამედ რეზა ჰოჯატოლა მოხტარი (ირანი)

3 აბდულვახაბ რიაჩიტოვიჩ ასაინოვი (რუსეთი)

3 ერბოლ ბაკიროვი (ყირგიზეთი)

63 კგ

1 იუსეფ ჰაჯიალი ჰოსეინვანდ ფათი (ირანი)

2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)

3 ჰრაჩია პოღოსიანი (სომხეთი)

3 ისმაილ გუნი (თურქეთი)

100 კგ

1 გერარდ კიპრიან კურნიჟაკი (პოლონეთი)

2 ვაჰიდ დადხან გასემ აბადი (ირანი)

3 შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)

3 დავუტ სელიმ ოლქანი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119936