საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა სლოვაკეთთან (96:68) მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენატარი გააკეთა. როგორც ჩვენი ნაკრების მესამე ნომერმა თქვა, იგი ძალიან აფასებს ქართველ ქომაგს და გულისტკივილი გამოხატა მონტენეგროსთან თბილისში მარცხის გამო. ამასთან, დასძინა, პოდგორიცაში საბრძოლო განწყობით მივდივართო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. კარგი თამაში ვაჩვენეთ, ასევე შევაქებ სლოვაკეთის ნაკრებს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ჩვენ , ჩვენს საწადელს მაინც მივაღწიეთ. ქართველ გულშემატკივარს ძალიან ვაფასებ. ისინი ყოველთვის ბოლომდე გვერდში გვიდგანან და გული ძალიან მწყდება, რომ მონტენეგროსთან ასეთ ატმოსფეროში წავაგეთ. რაც შეეხება მათთან გასამართ შეხვედრას, ვეცდებით, რომ რევანში ავიღოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროში საბრძოლო განწყობით მივდივართ“,- თქვა დიქსონმა.
დიქსონმა დღეს, სლოვაკეთთა მატჩში პარკეტზე 29 წუთი გაატარა და გუნდს 11 ქულითა და 6 პასით შეეწია.