ფეხბურთი

11:41 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "სევილია" უფრო შემტევი გახდა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "სევილიასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სევილია" გასულ სეზონთან შედარებით სხვა ფორმაციის გუნდია.

"გასული სეზონისგან განსხვავებით მოწინააღმდეგეს სხვა გუნდი ჰყავს. "სევილია" უფრო შემტევი გახდა. მოწინააღმდეგე ბევრ გოლს იტანს და მათ ზურგს ევროპული გამოცდილება უმაგრებთ, ზედიზედ სამჯერ მოიგეს ევროპა ლიგა. ჩვენ დაბალანსებულად და მოთმინებით ვითამაშებთ, ჩვენი მიზანი სამი ქულა და ჯგუფური ეტაპის კარგად დაწყებაა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე აღნიშნული გუნდები ერთად იყვნენ ჯგუფში. მაშინ "იუვენტუსმა" შინ 2:0 გაიმარჯვა, ხოლო "სევილიამ" მეტოქე "სანჩეს პისხუანზე" 1:0 დაამარცხა. საბოლოოდ ესპანელები მესამე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს.

0.118676