26 წლის გამთამაშებელი ლენს სტივენსონი “ნიუ ორლეანში” გადავიდა აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სტივენსონმა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ნბა-ს ექვსი სეზონის განმავლობაში სტივენსონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.8 ქულას და 4.2 მოხსნას აკეთებდა. ლენსი აქამდე “შარლოტ ჰორნეტსში”, “მემფისში”, “ინდიანაში” და “კლიპერსში” თამაშობდა.