მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლისაბონის "სპორტინგთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე კარგი გუნდია და შანსის გამოყენებას ეცდება.
"ტურნირი ახლა დაიწყო და ბევრ გუნდს სურს ლიგის მოგება. ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტები ვართ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს - ბევრი უნდა იშრომო და ითამაშო კარგად, რათა ლიგაზე წარმატებას მიაღწიო. ჩვენ მზად ვართ. "სპორტინგი" კარგ ფეხბურთს თამაშობს და შანსის გამოყენებას შეეცდება." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.