კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის გლზაგოს "სელტიკთან" მაგიური საღამო გამოუვიდა - არგენტინელმა შემტევმა შოტლანდიელთა წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რომელიც ლიგაზე მისთვის მეექვსეა და პირველი ფეხბურთელი შეიქნა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაჩვენებელს უწია.
გარდა ამისა, მესიმ "სელტიკის" წინააღმდეგ ლიგაზე მისთვის ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო. მან სქოთთა კარი 02:46 წუთზე აიღო და ამაზე ადრე აქამდე სალიგო შეხვედრაში ლიონელს ვერ გაეტანა. აღსანიშნავია, რომ მესის "სელტიკის" კარში უკვე 5 გატანილი გოლი დაუგროვდა, ამდენივე მატჩში...