დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო თამაში ვარშავაში შედგება, სადაც “ლეგია” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუხვდება. აღნიშნული მატჩი ინტერესს ჩვენში ვაკო ყაზაიშვილის გამო იწვევს. იგი ერთადერთი ქართველია მიმდინარე სეზონში, რომლის ხილვის შესაძლებლობა ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს.
E ჯგუფი
“ლევერკუზენი” – ცსკა
ეს ქვეჯგუფი სპციალისტთა მოსაზრებით ერთ-ერთი ყველაზე თანაბარია გუნდების სიძლიერიდან გამომდინარე. პირველ ტურში ლევერკუზენის “ბაიერი” მოსკოვის ცსკას შინ მიიღებს და სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ “ფარმაცევტები” ევროასპარეზზე 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულან, ოღონდ საშიანო არენაზე. ამასთან, რუსულ გუნდებთან კარგი მოგონებები აკავშირებთ – ორი წლის წინ, “ლევერკუზენმა” “ზენიტს” ორივე მატჩი მოუგო. ცსკას სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ მიმდინარე სეზონში, სტუმრად ჩატარებულ ხუთ მატჩში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული. თუმცა, მოსკოველებს, გერმანიაში თამაში უჭირთ – 5 მატჩი, 5 მარცხი.
დღევანდელ თამაშს კი ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება – “ლევერკუზენმაც” და ცსკამაც შიდა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და თავის მხრივ არც საკადრო პრობლემებს უჩივიან. “ბაიერს” კრუსე, ხოლო ცსკას ცაუნია დააკლდება.
“ლევერკუზენი” და ცსკა ერთმანეთში პირველად ითამაშებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
22:45 საათი
“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; იედვაი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბენდერი, კამპლი; ბრანდტი, მეჰმედი; პოიანპალო, ჩიჩარიტო
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
ცსკა (4-5-1): აკინფეევი; მარიო ფერნადესი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; იონოვი, ვერნბლუმი, ძაგოევი, იერემენკო, გოლოვინი; ტრაორე
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
“ტოტენჰემი” – “მონაკო”
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ლონდონის “ტოტენჰემი” და “მონაკო” გაარკვევენ ურთიერთობას. საგულისხმოა, რომ “მამლები” საშინაო თამაშებს არა მშობლიურ “უაიტ ჰარტ ლეინზე”, არამედ “უემბლიზე” ატარებენ და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრასაც ინგლისის მთავარი არენა მიიღებს.
შარშან “ტოტენჰემი” და “მონაკო” ერთ ქვეჯგუფში იყვნენ, ოღონდ ევროპა ლიგაზე – მაშინ უფრო ძლიერი ინგლისური კლუბი აღმოჩნდა: მონტეკარლოში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, ხოლო ალბიონზე მასპინძლებმა 4:1 იმძლავრეს. სწორედ ამ ორ მატჩს მოიცავს “ტოტენჰემისა” და “მონაკოს” ურთიერთდაპირისპირების ისტორია (ოფიციალურ მატჩებში).
მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა დამაჯერებლად დაიწო – “ტოტენჰემი” პრემიერლიგაში 4 ტურის მერე წაუგებელია და ბოლო ტურში სტუმრად “სტოკი” 4:0 გაანადგურა, ხოლო “მონაკო” ლიგა 1-ს ლიდერობს და უკვე მოასწრო სახლში პსჟ-ს დამარცხება (3:1). სხვათა შორის, “მონაკოს” ბოლო ლონდონური ვოიაჟი წარმატებული გამოდგა – 2015 წლის თებერვალში, “მონეგასკებმა” “არსენალს” 3:1 აჯობეს.
დღევანდელ შეხვედრაში კი ინგლისელთაგან დენი როუზის თამაშია საეჭვო, ხოლო ფრანგებს მენდი და მბაპე დააკლდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლონდონი, “უემბლი”
22:45 საათი
“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; უოლკერი, ალდერვეიელდი, ვერტონგენი, დევისი; დაიერი, ვენიეამა; ლამელა, ალი, ერიკსენი; კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო
“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჯემერსონი, სიდიბე; დირარი, ფაბინიო, მოუტინიო, ტრაორე; სილვა, ჟერმაინი
მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
F ჯგუფი
“რეალი” – “სპორტინგი”
აღნიშნული ჯგუფი კი, ჩვენთვის ძალზე საინტერესოა – სწორედ აქ იასპარეზებს ვაკო ყაზაიშვილის “ლეგია”, რომლის მატჩზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი, ჯგუფის კიდევ ერთ დაპირისპირებაზე ვთქვათ: “რეალი” ლისაბონის “სპორტინგს” დაუხვდება.
მადრიდელები მოქმედი ჩემპიონები არიან და ბუნებრივია, ტიტულის შენარჩუნება მათ ამბიციებში შედის. “სამეფო კლუბს” ტრავმის მერე კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა ლა ლიგის ბოლო ტურში და გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, რონალდუს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ მოუწევს გარჯა – იგი “სპორტინგში” 1997-2003 წლებში ასპარეზობდა. ორივე გუნდი თამაშს კარგ ხასიათზე და ასეთივე ფორმაში ხვდება. “რეალი” ლა ლიგაში ლიდერია, “სპორტინგიც” შიდა ჩემპიონატში დამაჯერებლად გამოიყურება.
აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრილან და ორჯერ ესპანელებმა მოიგეს, ერთხელ პორტუგალიელებმა, ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ბოლოს ისინი ლიგაზე ერთ ქვეჯგუფში 2000-2001 წლების სეზონში იყვნენ. მადრიდში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს, ხოლო ლისაბონში 2:2 დაფიქსირდა.
ლისაბონელები დღევანდელ თამაშს დანაკლისის გარეშე ხვდებიან, ხოლო “რეალს” ფაბიო კოენტრაუ და კეილორ ნავასი არ ეყოლება, რომლებიც უკვე კარგა ხანია ლაზარეთში იმყოფებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
22:45 საათი
“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ბეილი, ბენზემა, რონალდო
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“სპორტინგი” (4-3-3): რუი პატრისიო; ჟოაო პერეირა, კოატესი, სემედო, ზეგელაარი; უილიამ კარვალიო, ადრიენი, რუიზი; კემპბელი, გელსონი, დოსტი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
“ლეგია” – “დორტმუნდი”
ვარშავის “ლეგია” პირველი პოლონური გუნდია ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეღწევა მოახერხა. “დორტმუნდი” კი ლიგას ერთწლიანი პაუზის მერე უბრუნდება. ჩვენდა სამწუხაროდ, “ლეგიას” სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში არაა ვაკო ყაზაიშვილი, რომელსაც პოლონურ გუნდში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია. იგი “ლეგიას” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა, მისი ეიმედებათ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ადაპტაციას გადის. ვნახოთ მისცემს თუ არა, მას შანსს ცვილელებაზე მაინც ბესნიკ ჰასი.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთში პირველად ითამაშებენ. მიმდინარე სეზონი კი, ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო – “ლეგია” პოლონეთის ექსტრაკლასაში ცუდად თამაშობს და ბოლო ტურში გასვლაზე “ნიეჩენზასთან” წააგო (1:2). ასევე მარცხიანი უიქ-ენდი ჰქონდა “ბორუსიას” – “ყვითლები” ლაიპციგში, “რედ ბულთან” დარჩნენ ხელმოცარულნი – 0:1.
დღევანდელ შეხვედრაში “დორტმუნდს” მარკო როისი დააკლდება, ხოლო პოლონეთის ჩემპიონს შესაძლოა კაპიტანი პაზდანი ვერ დაეხმაროს, რომელიც “ლეგიასთვის” დიდი ძალაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ვარშავა, “პეპსი არენა”
22:45 საათი
“ლეგია” (4-5-1): მალარზი; ბროჟი, დაბროვსკი, რზეჟნიჩზაკი, ბერეშჟინსკი; ლანგილი, მულინი, ოჯიჯა, იოდლოვეცი, გილერმე; ნიკოლიჩი
მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი; როდე, ვეიგლი, კასტრო; დემბელე, ობამეიანგი, შურლე
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
G ჯგუფი
“ბრიუგე” – “ლესტერი”
დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე გასული სეზონის აღმოჩენა, ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” ჩაერთვება, რომელსაც ამ ტურნირზე დებიუტი ექნება. სამაგიეროდ, გამოცდილია მისი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი, რომელსაც თავის დროზე ხუთი სხვადასხვა გუნდი გაუწვრთნია ლიგაზე. “ლესტერის” მეტოქე კი, ბელგიის ჩემპიონი “ბრიუგეა”, რომელიც თავის მხრივ, ასევე დანატრებულია ჩემპიონთა ლიგას. ბოლოს, ბელგიელები ქვეჯგუფში 2005-2006 წლების სეზონში თამაშობდნენ.
“ლესტერისთვის” კი მიმდინარე სეზონი კარგად არ დაწყებულა – პრემიერლიგის 4 მატჩი და მხოლოდ 4 ქულა... ამიტომაც, დღეს “მელიებს” ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ, რომ ბელგიაში დადებითი შედეგი აჩვენონ. ისე კი, საინტერესო იქნება როგორ გამოვა ვარდი, მაჰრეზი და კომპანია ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე.
“ბრიუგეს” დღეს რაფაელოვი და ვესლი დააკლდება, ხოლო ინგლისის ჩემპიონის რიგებში სიმპსონისა და მენდის თამაშია საეჭვო. გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ “ლესტერი” და “ბრიუგე” აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრიუგე, “იან ბრეიდელი”
22:45 საათი
“ბრიუგე” (4-5-1): ბუტელე; ვან რინი, ენგელსი, დე ბოკი; ვორმერი, სიმონსი, ვანაკენი, კლაუდემირი, იზქუიერდო; დიაბი
მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი
“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; ერნადესი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ამარტეი, ალბირნგტონი; ოკაზაკი, ვარდი
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
“პორტუ” – “კოპენჰაგენი”
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი, “პორტუ” საკუთარ მოედანზე დანიის ჩემპიონ “კოპენჰაგენს” უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეჯგუფში “პორტუ” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული (თანაც ორჯერ). “კოპენჰაგენისთვის” კი ამ ეტაპზე მოხვედრაც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. სხვათა შორის, ორივე გუნდი ჯგუფში პლეი-ოფის გზით მოხვდა – “პორტუმ” “რომას” აჯობა, “კოპენჰაგენმა” კვიპროსულ “აპოელს”.
აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან, ხოლო მიმდინარე სეზონი ორივემ კარგად დაიწყო. ერთი ეგაა, “პორტუმ” შიდა ჩემპიონატში “სპორტინგთან” მარცხი მოასწრო. “კოპენჰაგენს” კი ამ სეზონში 14 თამაშია, აღარ წაუგია. თავის მხრივ, “პორტუს” ევროტურნირებზე სახლში ზედიზედ სამი მატჩი მოუგებლად აქვს ჩატარებული და ნავსის გატეხვას აუცილებლად ეცდება.
დღევანდელ მატჩს დანიელები დანაკლისის გარეშე ხვდებიან, ხოლო მასპინძლებს ურუგვაელი მცველი მაქსი პერეირა დააკდლებათ, რომელსაც სერიოზული ტრავმა აწუხებს და ჯგუფურ ეტაპზე თამაშს დიდი ალბათოით ვერ მოახერხებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუ, “დრაგაუ”
22:45 საათი
“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო, ოლივერ ტორესი, ანდრე ანდრე, ოტავიო; ანდრე სილვა, დეპოიტრე
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ
“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ვერბიჩი, კვისტი, დელანი, ტუტუ; სანტანდერი, პავლოვიჩი
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
H ჯგუფი
“იუვენტუსი” – “სევილია”
H ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ტურინის “იუვენტუსი”, რომელიც დღეს შინ “სევილიას” მიიღებს. ესპანელთა ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება: სხვა თუ არაფერი, მიჯრით სამჯერ ევროპა ლიგა აქვთ მოგებული და ახლა ლიგაზეც უნდა სცადონ რამის დამტკიცება. სხვათა შორის, “დალაქებს” ამის შანსი შარშანაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და საბოლოდ, ისევ ნაცნობ ტურნირზე გაიბრწყინეს. აღსანიშნავია, რომ “იუვე” და “სევილია” შარშანაც ერთ ქვეჯგუფში თამაშობდნენ: ტურინში, მასპინძლებმა ალვარო მორატასა და სიმონე ძაძას გოლებით მოიგეს, ხოლო სევილიაში, უკვე ესპანელებმა ფერნანდო ლორენტეს გოლით. გამოსარჩევია, რომ აღნიშნული მარცხი ტურინელებს პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდათ, ხოლო პირინელებმა ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ამ სამი ქულით მოიპოვეს. ისიც საგულისხმოა, რომ არც მორატა, არც ძაძა და აღარც ლორენტე ამ გუნდებში აღარ თამაშობენ...
ორივე გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო: “იუვენტუსს” ჩემპიონატში სამიდან სამი მოგება აქვს და პირველზეა. კარგ ფორმაშია გონსალო იგუაინი (სამი მატჩი, სამი გოლი), რომელიც დღეს სასტარტოში იქნება. მართალია, “სევილიამ” ევროპის სუპერთასიც დათმო და ესპანეთისიც, მაგრამ ლა ლიგა ხორხე სამპაოლის გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო: სამ თამაშში 7 ქულა აქვს.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში არასდროს წაუგია და ამასთან, ბოლო 17 მატჩში საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. ბოლოს, “იუვემ” ტურინში ევრსარბიელზე 2013 წლის აპრილში წააგო - შეძლებენ “სევილიელი დალაქები” “ბებერი ქალბატონების” გაკრეჭვას?..
სავარაუდო შემადგენლობები:
ტურინი, “იუვენტუ სთედიუმი”
22:45 საათი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, ხედირა, ლემინა, პიანიჩი, ევრა; დიბალა, იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“სევილია” (3-3-3-1): სერხიო რიკო; მერკადო, რამი, პარეხა; იბორა, ნზონზი, სარაბია; მარიანო, ვიტოლო, კიოტაკე; ვიეტო
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
“ლიონი” – “დინამო” (ზაგრები)
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფრანგული “ლიონი” და ზაგრების “დინამო” გაარკვევენ ურთიერთობას. ხორვატები ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან გასაგები მიზეზების გამო. სხვათა შორის, არც “ლიონი” იცნობს ამ გუნდს ცუდად – 2011-2012 წლების სეზონში ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და “ოლიმპიკმა” შინ 2:0 მოიგო, სტუმრად... 7:1 – ეს კი, “ლიონისთვის” სარეკორდო საგარეო მოგებაა ლიგაზე.
გასულ სეზონთან შედარებით “დინამო” დასუსტდა: გუნდი მარკო პიაცამ, მარკო როგმა და ედუარდომ დატოვეს, თუმცა მათ სანაცვლოდ ხორვატებმა საკმაო თანხაც მიიღეს... “ლიონი” კი დღევანდელ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება: დიდი შანსია, რომ ვერ ითამაშონ ლაკაზეტმა, ფეკირმა, ვალბუენამ, ჟალემ და გრენიემ – როგორც ხედავთ, ფრანგებს მართლაც სერიოზლული დანაკლისით მოუწევთ თამაში.
ხორვატთა ბანაკში კი, მხოლოდ ანტოლიჩსა და მაცელს აქვთ პრობლემები. უნდა აღინიშნოს, რომ გადასარევ ფორმაში არცერთი გუნდია: “ოლიმპიკს” ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მარცხი აქვს ნაგემი, ხოლო “დინამომ” ბოლო ტურში შინ “ოსიეკთან” ვერ გააწყო ვერაფერი – 0:1.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლიონი, “სტად დე ლიონე”
22:45 საათი
“ლიონი” (3-5-1-1): ლოპესი; ნკულუ, იანგა-მბივა, მორელი; რაფაელი, ფერი, გონალონსი, დარდე, რიბუსი, ტოლისო; კორნე
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო
“დინამო” (4-2-3-1): სემპერი; სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი; მაჩადო, ჟონასი; სუდანი, ჩორიჩი, ფერნადესი; ენრიკეზი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
მსაჯი: მარტინ სტრომბერგსონი (შვედეთი)