საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლონურ შჩეცინში დაწყებულ ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა. მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი პოლონეთის წარმომადგენელ იეჟი იანოვიჩს დაუპირისპირდა და 5:7, 6:7 (5:7) დამარცხდა.