ჩოგბურთი

0:05 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ პირველი წრე დასძლია

უკრაინის ქალაქ ბუჩაში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირში საქართველოს ღირსებას სოფო ქვაცაბაია იცავს.

ქვაცაბაიამ პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე უკრაინელ ვლადისლავა კუტუზოვას 6:3, 6:0 მოუგო, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ რუს ვიკტორია კამენსკაიას გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში ქვაცაბაიამ და უნგრელმა ლუკაჩმა მე-2 რეიტინგის მქონე თურქულ-ბელარუსულ დუეტთან (ერაიდინი-კრემენი) 1:6, 0:6 წააგეს.

0.110303