ჩოგბურთი

21:30 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილებში დამარცხდა, ჯერი ერთეულებზეა

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.

შაფათავა პირველ წრეში ტაილანდელ პეანგტამ პლიპუეჩს ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ ტაივანელ კაი-ჩენ ჩანგს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და იტალიელი ფერანდო მე-3 განთესვის მქონე ტაილანდურ დუეტთან (ლერტპიტაკსინჩაი-პლიპუეჩი) 5:7, 2:6 დამარცხდნენ.

0.116433