ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ ლოდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ვავრინკას გარდა ნოვაკ ჯოკოვიჩს და ენდი მარეის აქვთ წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოპოვებული.
წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 14-20 ნოემბერს გაიმართება, სადაც წლის საუკეთესო რვა ჩოგბურთელი ითამაშებს.