სხვა

18:20 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ანთაურის შეფასება

პოლონეთში გრძელდება ახალგაზრდული (15 და 17-წლამდელები) ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელზეც აქართველოს ნაკრებმა მშვენიერი სტარტი აიღო. უკვე გვაქვს 6 მედალი და ნაკრები გეგმით მიდის.

გურამ გიორბელიძემ ატაცში 92 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. ის გადის მეორეზე აკვრაში (117 კილოგრამი) და აბსოლუტურშიც. ჩვენმა სპორტსმენმა ორივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი აიღო. გიორბელიძის საბოლოო შედეგია 209 (92+117) კილოგრამი.

ზურაბ ანთაური (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „გიორბელიძის შედეგით კმაყოფილი ვარ. გუკას წარმატებული სტარტი ჰქონდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაკრების შემდგომი გამოსვლისთვის. კარგი სტარტით მოდის სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა“.

მეორე დღეს არჩილ მალაყმაძემ 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ოქროს მედალი აიღო, აკვრაში – ბრინჯაო და ორჭიდში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მალაყმაძის შედეგი იყო 235 (110+125) კილოგრამი.

“სამი მედალი კარგი შედეგია, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილი ვარ. ვგეგმავდით ოქროს. ოდნავ არ გაგვიმართლა. ვერ დავძლიეთ 131 კილოგრამი. რეალურად, მალაყმაძეს ეს წონა ვარჯიშებზე ბევრჯერ აქვს დაფიქსირებული. ბოლოში ენერგია არ ეყო. ვიმუშავებთ ამ შედეგის გაუმჯობესებაზე. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“.

საქართველოს ნაკრები აგრძელებს ტურნირში გამოსვლას.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-სამსახური

0.113846