ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლონეთში იმყოფება და დღეს შჩეცინის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) ჩაებმება.
ბასილაშვილი მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში პოლონელ იეჟი იანოვიჩს გაეჯიბრება. ცნობისთვის, გასულ კვირაში იანოვიჩმა გენუის ჩელენჯერი მოიგო, ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს მძიმე შეხვედრა ელის.
წინასწარი განრიგის თანახმად, ბასილაშვილი-იანოვიჩის მატჩი 21:00 საათზეა დაგეგმილი.