ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება დააფიქსირა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. აღსანიშნავია, რომ ლევანმა წარმატებას იაპონელ ოძეკი კისენოსატოსთან მიაღწია.
ტოჩინოშინმა ტატიაი-ჰენკას მიმართა ანუ სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა და მეტოქე ვატაშიკომით დაამარცხა. ქართველ სეკიტორს, რომელიც დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.
მე-4 საშეჯიბრო დღეს, ლევანს იოკოძუნა ჰარუმაფუჯის სახით უძლიერესი მეტოქე ელის. ტოჩინოშინს მასთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს – 6 მოგება, 20 მარცხი.
3 ტურის თავზე ასევე ერთადერთი მოგება აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება.
გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა არავაშისთან შიტატენაგეთი წააგო, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირასთან მოსინჯავს, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) აქვს.
კისენოსატო-ტოჩინოშინი
არავაში-გაგამარუ