სხვა

14:38 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მალაყმაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონურ ნოვი ტომისლში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა ძალოსნებს (15 და 17 წლამდელებში) შორის. ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

არჩილ მალაყმაძემ 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ოქროს მედალი აიღო, აკვრაში – ბრინჯაო, ორჭიდში კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მალაყმაძის შედეგი 235 კგ. (110+125) იყო და აღსანიშნავია, რომ ის ჩემპიონ ფუგან ალიევს (აზერბაიჯანი) მხოლოდ მეტი წონის გამო ჩამორჩა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს უკვე 6 მედალი აქვს მოპოვებული.

0.112656