ფეხბურთი

15:03 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუი ვიტორია: “შარშანდელ სეზონზე ფიქრი ახლა არ გამოგვადგება”

ლისაბონის “ბენფიკასა” და სტამბულის “ბეშიქთაშის” მატჩის წინ, ლისაბონელთა დამრიგებელმა რუი ვიტორიამ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, “ბეშიქთაში” ძალიან ძლიერი გუნდია, მიუხედავად ამისა, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს.

“არ მინდა იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც დღეს დაგვაკლდებიან, რადგან ჩემს განკარგულებაში არიან მოთამაშეები, ვისაც შეუძლია მეტოქისთვის პრობლემების შექმნა. შარშან ჩვენ წარმატებული სეზონი გვქონდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გამოგვადგება. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ “ბენფიკას” მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა”, - აღნიშნა “ბენფიკას” თავკაცმა.

“ბენფიკასა” და “ბეშიქთაშის” შეხვედრა 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

0.117957