საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ლონდონის “არსენალთან” რთულ თამაშს ელის, მაგრამ გამარჯვებას გეგმავს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ორ ტურში წარუმატებელი გამოსვლა მისი გუნდის ფეხბურთელებზე ნეგატიურად არ იმოქმედებს.
“ძალიან რთულ თამაშს ველოდები, რადგან “არსენალი” გაცილებით ძლიერი მეტოქეა, ვიდრე ლიგა 1-ში, გასულ უიქენდზე გვყავდა. ჩემი გუნდი კარგ განწყობაზე და კარგ მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ ტურში არ მოგვიგია. ვიცი შიდა მდგომარეობა და ბიჭებს თვალებში ვუყურებ აქ მოსვლის პირველივე დღიდან. მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის. ტიაგო სილვა? – ვნახოთ, ყველაფერი თამაშამდე გადაწყდება. თუ მცირე შანსი მაინც იქნება მისი თამაშის, მაშინ მოედანზე გავა”, - თქვა ემერიმ.
პსჟ-სა და “არსენალის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:40 საათზე დაიწყება.