წარულში დარჩა ის ჟამი, როდესაც დიდებული ესპანელი მოდელი ნერეიდა გალიარდო კრიშტიანუ რონალდუზე აბოდებდა და თვალზე ცრემლმომდგარი იხსენებდა იმ დროს, როდესაც პორტუგალიელ სუპერმეგოლესთან ერთად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მოძრაობებს აკეთებდა.
ნერეიდა ახლა ერთობ წარმატებული და დაფასებული მოდელია და მასზე ყველა ჯურისა და გემოვნების მამაკაცი აბოდებს. მავანნი კი იძახიან, ნერეიდა გალიარდოს პოპულარობის სათავე ისევ და ისევ ამ ქალის კრიშტანუსთან ხვანცალი იყოო, მაგრამ ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?!...
რამდენიმე დღის წინ, ნერეიდა გალიარდომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი გული დაკავებულია და სულ მალე მზის შუქზე წარმოაჩენს თავის ახალ გულისსწორს. ამ ამბავს ნერიდას მამრობითი სქესის მრავალი ფანი დარდიანი ბგერებით შეხვდა. რას ვიზამთ, ასეთ ქალს ისე აბა ვინ გააჩერებს?...