ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” აქებს. ესპანელის თქმით, გერმანელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, გვარდიოლას “სიტის” მიზნად ლიგის მოგება აქვს დასახული და ამიტომაც, დღეს “გლადბახის” ძლევას გეგმავენ.
“ბარსელონასგან” და “ბაიერნისგან” განსხვავებით “სიტის” არ აქვს დიდი ისტორია, მაგრამ რობერტო მანჩინის ხელში გუნდმა პროგრესი დაიწყო. მანუელ პელეგრინიმ კი, ნამდვილად დიდი საქმე გააკეთა, როდესაც ნახევარფინალში გაიყვანა. ჩვენ, ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნები გვაქვს. ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მთავარი მიზანი წელს პრემიერლიგის მოგებაა, მაგრამ ლიგაზეც მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. რაც შეეხება მეტოქეს – “გლადბახი” მამაცი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. ჩვენთვის წილისყრა უიღბლო გამოდგა. ბუნდესლიგაში “გლადბახს” ოთხჯერ ვეთამაშე და ძალიან აგრესიული გუნდია”, - განაცხადა პეპმა.
აღსანიშნავია, რომ “გლადბახმა” პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ “ბაიერნს” ბუნდესლიგის ბოლო ორ სეზონში 4 მატჩიდან ორი მოუგო, ორჯერაც ფრეს დასჯერდა.