კალათბურთი

23:33 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთან ბეწვის ხიდზე გავლილი საფრანგეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა შორის, რომელსაც უნგრეთის ქალაქმა დებრეცენმა უმასპინძლა. ფინალურ მატჩში ბელგიას 19:15 სძლია და ოქროს მედლებს დაეპატრონა საფრანგეთი, რომელიც საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყო და ქართველებთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა.

საქართველოს ნაკრებმა 9 სექტემბერს ჯგუფის პირველი მატჩი გამართა საფრანგეთთან, რომელსაც მთელი თამაშის მანძილზე უგებდა, ერთხანს 3 ქულითაც, თუმცა ბოლო წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა. ფრანგები ბოლოსწინა წუთზე ქართველებთან აგებდნენ, მაგრამ ბოლო 2 ბურთი ჩააგდეს და 14:13 გაიმარჯვეს.

ამ მატჩის შემდეგ ფრანგებმა წაუგებლად გაიარეს პლეი ოფი – მეოთხედფინალში გერმანიას 16:13 მოუგეს, ნახევარფინალში თურქეთი 17:12 დაამარცხეს, ხოლო ფინალში ბელგიას 4 ქულით სძლიეს. საქართველომ კი ფრანგების შემდეგ რუმინეთთან 14:16 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ტურნირის რეზიუმე ასე შეიძლება დაიწეროს: მცირე გამართლება რომ ჰქონოდა, ტურნირზე ისეთი თანაბარი დონე იყო, რომ საქართველოს, როგორც ეს საფრანგეთმა მოახერხა, მაღალი შედეგის მიღწევა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ დებრეცენში დასრულებულ ევროპირველობაზე საფრანგეთის გოგონათა ნაკრებმაც მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.

www.gbf.ge

0.146726